|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერის მოადგილე ახალ წელს "მადლიერების სახლში" ბენეფიციარებთან ერთად შეხვდება

ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე "მადლიერების სახლში" იმყოფებოდა და ბენეფიციარ ბავშვებთან ერთად ნაძვის ხის სათამაშოების დამზადებაში მიიღო მონაწილეობა. ნინო თვალთვაძის განცხადებით, 31 დეკემბერს, ნებისმიერ მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა მივიდეს "მადლიერების სახლში" და მონაწილეობა მიიღოს დაგეგმილ ღონისძიებებში, რომელიც საღამოს 20:30 წუთზე დაიწყება.
 
"მადლიერების სახლში" ბენეფიციარებს ახალ წელს მიულოცავს ქალაქის მერი გიორგი ჭიღვარია და მათთან ერთად 31 დეკემბერს საახალწლო ღონისძიებებში ჩაერთვება.
 
,,უკვე დავიწყეთ მზადება ქალაქის მერთან ერთად 31 დეკემბერს ახალ წელს "მადლიერების სახლში" შევხვდებით და ბენეფიციარებთან ერთად ჩავერთვებით ყველა იმ ღონისძიებაში, რომელიც დაგეგმილია. ნებისმიერ მოქალაქეს და ორგანიზაციას, ვისაც სურვილი აქვს ახალი წლის საღამო გაულამაზოს იმ ადამიანებს, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებათ შეუძლიათ მოვიდნენ ჩვენთან ერთად 31 დეკემბერს და "მადლიერების სახლში" შეხვდნენ ახალ წელს,"-განაცხადა ქუთაისის მერის მოადგილემ ნინო თვალთვაძემ.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა