ქუთაისის მერმა აზერბაიჯანის კონსულს უმასპინძლა
ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, მერიის თეთრ დარბაზში აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურ კონსულს რაშიდ ისმაილოვსა და ვიცე კონსულს ფარჰად მამედოვს უმასპინძლა.
შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, სადაც მერი დიპლომატებს ქუთაისის ისტორიულ მნიშვნელობასა და ტურისტულ პოტენციალზე ესაუბრა. ქუთაისი და აზერბაიჯანის ქალაქი განჯა რამდენიმე ათეული წელია დაძმობილებულია.
მხარეებმა სამომავალო თანამშრომლობა დაგეგმეს, კულტურის, ეკონომიკის და ტურიზმის მიმართულებით.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა





13:50
21:51
11:02
16:29
















