|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერმა და მაჟორიტარმა ჭადრაკის ტურნირში საპრიზო ადგილები მოიპოვეს

ქუთაისის მაია ჩიბურდანიძის სახელობის ჭადრაკის სკოლაში ჭადრაკის მოყვარულთა ტურნირი გაიმართა. შეჯიბრი სამ კატეგორიაში მიმდინარეობდა: მოყვარულ მამაკაცთა შორის, მოყვარულ ქალთა შორის და მოყვარულ "პროფესიონალთა" შორის. მონაწილეობა მიიღო 50-ზე მეტმა ადამიანმა. მათ შორის იყვნენ ქუთაისის მერი შოთა მურღულია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მაჟორიტარი დეპუტატი გენადი მარგველაშვილი და იმერეთის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი - ზაზა ლომინაძე,  შეჯიბრება 9 ტურად გაიმართა.

მოყვარულებს შორის პირველ ადგილზე გოჩა დვალიშვილი გავიდა. მეორე ადგილზე შოთა მურღულია, მესამეზე გენადი მარგველაშვილი.

პროფესიონალებს შორის პირველი ადგილი გიორგი სერჟანოვს ერგო, მეორე მორჩაძე ელგუჯას, მესამე კი სვანიძე თამაზის.

ქალებს შორის პირველ ადგილზე მაკა ლონდარიძე  გავიდა, მეორეზე  ანამარდალეიშვილი, მესამეზე კი ია ამბროლაძე.

პირველ ადგილზე გასულები ტელევიზორებით დააჯილდოვეს,  მეორე და მესამეზე გასულები კი მობილური ტელეფონებით. ქუთაისის მერმა კუთვნილი საჩუქარი მეოთხე ადგილზე გასულ გულივერ ქარქაშაძეს გადასცა.

ასევე, სპეციალური პრიზები, კომბინაციური თამაშისთვის  დავით დათიაშვილის, საორგანიზაციო საკითხებში გაწეული დახმარებისთვის  ზურაბ ხურციძეს და ყველაზე ასაკოვან ქალბატონს ჯულიეტა ბედიაშვილს გადაეცათ.

ტურნირი ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის და იმერეთის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა