|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერმა და მერიის მაღალჩინოსნებმა დეკლარაციაში ქონება სრულად არ მიუთითეს

 “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ  გამოქვეყნებულ კვლევის თანახმად, ქუთაისის მერმა და მერიის მაღალჩინოსნებმა დეკლარაციები სრულყოფილად არ შეავსეს.

გამჭვირვალობის თანახმად, ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ 2018 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ მამამისი ტარიელ ჭიღვარია შპს “ქუთაისის დამოუკიდებელ სასწავლო უნივერსიტეტში” 33,3%-იანი წილის მფლობელია.

მან დეკლარაციაში ასევე არ ასახა, რომ ტარიელ ჭიღვარიას სოფელ ჭრებალოში 474 კვ.მ. და 989 კვ.მ. მიწის ნაკვეთები აქვს. ტარიელ ჭიღვარიას სოფელ მაღლაკში აქვს ასევე ორი მიწის ნაკვეთი, ორივე 2500 კვ.მ. ფართობის, თუმცა გიორგი ჭიღვარიას დეკლარაციაში მხოლოდ ერთი მიწის ნაკვეთი აქვს მითითებული.

კვლევაში ასევე მოხვდა სამხედრო სამსახურის უფროსი.  ვალერი ყენიას 2018 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ აუსახავს, რომ მას სოფელ ჩაისუბანში აქვს შემდეგი მიწის ნაკვეთები: 2522 კვ.მ. სასოფლო- სამეურნეო მიწის ნაკვეთი; 2518 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი; 5040 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი.

გიორგი გიორგობიანი ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურის უფროსი.  გიორგი გიორგობიანს დეკლარაციაში არ აქვს ასახული, რომ იგი არის შპს ჯი.თი.ჯი გრუპ G.T.G. group-ის 33.3%-იანი წილის მფლობელი. მას ასევე აღნიშნული წილის მართვის უფლება სხვა პირისთვის არ გადაუცია, რაც საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მე-13 მუხლის მოთხოვნათა დარღვევაა. 

 

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” განაგრძობს თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების შესწავლას. ორგანიზაციამ ამჯერად წარმოaდგინა ინფორმაცია ქ. ქუთაისის მერიასა და საკრებულოში დასაქმებული იმ თანამდებობის პირების შესახებ, რომლებმაც 2017-2018 წლებში არასრულად შეავსეს დეკლარაციები: არ ასახეს ინფორმაცია საკუთარი ან/და ოჯახის წევრთა კომერციულ საქმიანობაში მონაწილეობის შესახებ და ასევე, ეწევიან თანამდებობასთან შეუთავსებელ საქმიანობას.

თანამდებობის პირთა 30-მდე ქონებრივი დეკლარაციიის შესწავლის შედეგად ქ. ქუთაისის მერიასა და საკრებულოში დეკლარაციის არასრულად შევსების 8 ფაქტი, ხოლო თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობის 3 შემთხვევა  გამოვლინდა. 

შესწავლის შედეგად გამოიკვეთა საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მე-13 მუხლის მოთხოვნათა კიდევ ერთი დარღვევა, რომელიც ავალდებულებს საჯარო მოსამსახურეს სამსახურის გავლის ვადით სამართავად სხვას გადასცეს მის საკუთრებაში არსებული სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის საწარმოს კაპიტალის წილები. ქ. ქუთაისის მერისა და საკრებულოში საწარმოში არსებული წილები სამართავად არ გადაუცია 8 თანამდებობის პირს.

 “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მიმართავს საჯარო სამსახურის ბიუროს წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, მოახდინოს კვლევაში აღნიშნული პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა