|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერმა დღის ცენტრის ბენეფიციარებს საჩუქრები გადასცა

 ქუთაისის მერი შოთა მურღულია ბავშვთა დღის ცენტრს „თაირისს“ სტუმრობდა. დღის ცენტრში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 30 ბავშვია გაწევრიანებული. შოთა მურღულიამ დღის ცენტრის ბენეფიციარებს საკანცელარიო ნივთები და სხვადასხვა სახის საჩუქრები მიუტანა. როგორც „თაირისში“ აცხადებენ, ქალაქის მერი მათი ხშირი სტუმარია. ღონისძიება ამჯერად მერიის ახალგაზრდულმა განყოფილებამ დაგეგმა.

„დღის ცენტრებს ხშირად ვსტუმრობთ სხვადასხვა საქველმოქმედო აქციებით. მეგობრული ურთიერთობა გვაქვს ამ ბავშვებთან. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ ასეთი ცენტრების ფუნქციონირებას“,- განაცხადა ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ.

 
 

ავტორი: ნიუპრესი