|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერმა მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცა

დღეს ქუთაისის  38-ვე საჯარო სკოლაში სწავლის პროცესი შეუფერხებლად  განახლდა.

ახალი სასწავლო წლის დაწყება ქალაქის მერმა გიორგი ჭიღვარიამ მოსწავლეებს  მე-3 საჯარო სკოლიდან მიულოცა. 

"გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. ეს დღე გამორჩეულად მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც სკოლის კარს პირველად შეაღებს. მინდა პირველკლასელებს მივულოცო განსაკუთრებით. განათლებული თაობა ჩვენი ქვეყნის წარმატებული მომავლის გარანტია", - განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები, ქუთაისის განათლების რესურს ცენტრის დირექტორთან მაია ცქიტიშვილთან ერთად ასევე აკაკი წერეთლის სახელობის პირველ საჯარო სკოლას ეწვივნენ.

 დღეს სწავლა განახლდა ასევე უმაღლეს სასწავლებლებში.

 

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა