ქუთაისის მერმა მრჩეველთა საბჭოს ანგარიში წარუდგინა
ქუთაისის მერმა მრჩეველთა საბჭოს ანგარიში წარუდგინა. გიორგი ჭიღვარიამ დასრულებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ქალაქში პარალელურად რამდენიმე ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
"ინფრასტრუქტურის სამსახური მუშაობს ოცდაოთხი საათი და არ ძინავთ, რომ დასრულდეს პროექტები, მადლობა მათ. გზების რეაბილიტაცია დასრულდება და დაიწყება ახალი პროექტები. სექტემბრიდან დაიწყება აღმაშენებლის გამზირის სრული რეაბილიტაცია. შემდეგ გადავალთ ს პორტული დაწესებულებების რეაბილიტაციაზე. გამოცხადდა ტენდერი ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაციის პროექტირებაზე. ადგილზე დამონტაჟდება მზის ბატარეები, რომლითაც შესაძლებელი იქნება ტელეფონების დამუხტვა"-განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ. სხდომაზე გაჟღერდა მოსაზრება, რომ ილია ჭავჭავაძის ძეგლი კიკვიძის ძეგლის ადგილზე გადავიდეს, რასაც მერის თქმით, მეტი შესწავლა ჭირდება. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე ცენტრალური ბულვარის რეაბილიტაციაის საკითხს. მერის თქმით, პირველ ჯერზე გამოცხადებული პროექტი მოსახლეობას არ მოეწონა, ამიტომ პროექტის შერჩევა ხელმეორედ მოხდება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















