|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მე-4 პოლიკლინიკა ქალაქის მერმა მოინახულა

ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია მოადგილე ნინო თვალთვაძესთან ერთად, მერიის  შპს ქუთაისის მე-4 შერეული პოლიკლინიკის ხელმძღვანელ ნინო ჩალაძეს და კლინიკის თანამშრომლებს შეხვდა. 

მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მერმა განაცხადა, რომ ქუთაისის მე-4 პოლიკლინიკას სერიოზული პოტენციალი აქვს კონკურენტუნარიან და ერთ-ერთ საუკეთესო სამედიცინო დაწესებულებად ჩამოყალიბებისათვის.

ქალაქის მერმა ადგილზე ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, მათ შორის 4 უახლესი სამედიცინო აპარატურა, რომელიც სხვადასხვა სერიოზული სამედიცინო კვლევებისთვისაა. აღნიშნულ პოლიკლინიკაში უკვე არის დენსიტომეტრი, ჰოლტერი, იმუნოფერმენტული აპარატი და სპირომეტრი, რომლითაც ადგილობრივი მოსახლეობა და კლინიკის ბენეფიციარები უკვე აქტიურად სარგებლობენ.

ქუთაისის მერის განცხადებით, პოლიკლინიკაში ბევრი სიახლე იგეგმება ინფრასტრუქტურის მიმართულებით იმისთვის, რომ დაწესებულება სტანდარტების შესაბამისად მოეწყოს.

 შეგახსენებთ, შპს "მეოთხე შერეული პოლიკლინიკის" 100 %-იანი წილის მფლობელი ქუთაისის მერიაა. ქალაქის ბიუჯეტიდან  დაწესებულებისათვის აღნიშნული სამედიცინო აპარატურის შეძენის ფაქტი ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციამ გააკრიტიკა. დეპუტატებმა განაცხადეს, რომ პოლიკლინიკას აპარატურა საკუთარი ხარჯებით უნდა შეეძინა. საკრებულოს დეპუტატმა მერაბ მეშველიანმა ქუთაისის მერიის წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოშიც კი შეიტანა, რაც მეოთხე პოლიკლინიკის შესახებ საჯარო ინფორმაციის გაუცემლობის ფაქტს უკავშირდება. მეშველიანის მტკიცებით, რეესტრის მონაცემებით, პოლიკლინიკას ყადაღა აქვს დადებული.  

პოლიკლინიკის ხელმძღვანელი ნინო ჩალაძე მხარის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის გრიგოლ დალაქიშვილის მეუღლეა.   ის ამ თანამდებობაზე დალაქიშვილის გუბერნატორის მოადგილედ დანიშვნის შემდეგ მოვიდა.

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა