"თუ ერთ კვირაში არ გააგრძელებენ მუშაობას, ხელშეკრულებას შევუწყვეტთ"- გიორგი ჭიღვარია
ქუთაისში, ტაბიძის ქუჩაზე სამუშაოების შეწყეტას ქუთაისის მერი ბრიფინგით გამოეხმაურა. გიორგი ჭიღვარიამ ის მიზეზები განმარტა, რამაც სამუშაოების შეწყვეტა გამოიწვია. მისი თქმით, თუ კომპანიამ სამუშაოები ერთ კვირაში არ შეასრულა, ხელშეკრებულა შეწყდება.
"ტაბიძის ქუჩაზე გამოცხადდა ტენდეტი. მოიგო შპს "ჯეო სერვისმა", რომელმაც დაიქირავა ქვეკონტრაქტორი "ელბი გრუპი". მერიამ კომპანიას ავანსის სახით 230 000 ლარი გადარიცხა. მიმდინარეობდა სამუშაოები, მაგრამ რამდენიმე დღის წინ შეწყვიტეს მუშაობა. "ჯეო სერვისმა" არ ჩაურიცხა ქვეკონტრაქტორს თანხა და შეწყდა მუშაობა. მერიას აქვს მოლაპარაკება, თუ არ გააგრძელებენ მუშაობას, მათთან შეწყდება ხელშეკრულება და მათ დაახლოებით, 140 000 ლარით დავაჯარიმებთ"-განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.
მისი თქმით, მოლაპარაკება მიდის ცენტრალურ ხელისუფლებასთან, რომ ვადებში დასრულდეს, შესაძლოა, ამ მიზნით ახალი ტენდერი გამოცხადდეს.
ტაბიძის ქუჩაზე NAT190000403 ტენდერით სამუშაოები მარტში დაიწყო და 3 თვეში უნდა დასრულებულიყო. ქუჩაზე რამდენიმე დღეა სამუშაოები შეწყვეტილია. კომპანიამ მუშებს ხელფასი არ გადაუხადა, რის გამო მუშები სამუშაოების განახლებაზე უარს ამბონენ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















