|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერმა ვიცე–მერები წარადგინა

ქუთაისის მერმა ვიცე–მერები წარადგინა. გიორგი ჭიღვარიას წინამორბედის მსგავსად სამი ვიცე–მერი ყავს.

ვიცე მერის პოზიციაზე გიორგი ჭიღვარიამ გიორგი იობაშვილი წარადგინა. მერის მოადგილეებად დასახელდნენ ასევე ნინო თვალთვაძე და იუზა უგულავა.

ნინო თვალთაძე საერთაშორისო ურთიერთობების, სოციალური საკითხების მიმართულებით იმუშავებს, ის არასამთავრობო სექტორიდან მოვიდა მერიაში.  იუზა უგულავა ხონის გამგებლის მოადგილე იყო, ის საფინანსო და ინფრასტრუქტურის მიმართულებას უხელმძღვანელებს, გიორგი იობაშვილი კი საბინაო სამსახურის და ააიპების კუთხით იმუშავებს. 

მერმა ასევე მოსალოდნელ რეორგანიზაციაზე ისაუბრა. მისი თქმით, პროცესი ქვედა რგოლებს არ შეეხება. "რეორგანიზაციის პროცესი დაწყებულია უკვე, ის არ შეეხება ქვედა რგოლებს, პროცესი მტკივნეული არ იქნება, რადგან ჩვენ არ ვაპირებთ მასობრივ გათავისუფლებებს",-განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

 
 
 

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა