ქუთაისის მერობის ოპოზიციის კანდიდატი ხატია დეკანოიძე იქნება
"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე იქნება, - ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.
ნიუპრესის ინფორმაციით, "ერთიანი ნაციონალურ მოძრაობა" მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებს დღეს საღამოს, 9 საათზე პარტიის ოფისში დაასახელებს. კოვიდრეგულაციების გამო ხალხმრავალ პრეზენტაციაზე უარი ითქვა.
არსებული ინფორმაციით, ქუთაისში ქალაქის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე იქნება, ბათუმში გიორგი კირთაძე, ფოთში - თინა ბოკუჩავა. გორის კანდიდატი ვასილ მახარაშვილი იქნება, თელავის - გიორგი ბოტკოველი.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.94%
გაუარესდა - 52.34%
არ შეცვლილა - 11.72%
სულ - 128 ხმა



13:42
12:40
10:44
















