|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერობის ყოფილი კანდიდატი პარლამენტის გადატანას შიმშილობით გააპროტესტებს

ქუთაისის მერობის ყოფილი კანდიდატი, მსოფლიო ჩემპიონი სამბოში და რამდენიმე წიგნის ავტორი ბესიკ მიქელთაძე მშრალ შიმშილობას იწყებს.

ბესო მიქელთაძე ქუთაისიდან პარლამენტის გადატანას აპროტესტებს. მსოფლიო ჩემპიონის თქმით, მას ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და მიუხედავად ამისა, შიმშილობას გააგრძელებს, ვიდრე საპარლამენტო უმრავლესობისგან გარანტიას არ მიიღებს, რომ პარლამენტს ქუთაისში დატოვებენ. მიქელთაძე შიმშილობას პარლამენტის შენობასთან 3 ოქტომბერს იწყებს.

"მათი გადაწყვეტილება არის უგუნური და პროვინციური, ჩემი სწორი, რადგან პარლამენტი ჭირდება ქუთაისს და მისი გადატანა დამღუპველია ქალაქისთვის. ამიტომ ვაპროტესტებ და ვიწყებ მშრალ შიმშილობას, მიუხედავად ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობისა. იმედი მაქვს, შეცვლიან გადაწყვეტილებას და პარლამენტი ქუთაისში დარჩება", -განაცხადა ბესო მიქელთაძემ.

 ოთხშაბათს ამ მოთხოვნით პარლამენტთან აქცია გაიმართება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა