|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერს კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებენ

ქუთაისის მერს კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებენ. "ლეიბორისტული პარტიის" წარმომადგენლების განცხადებით, ქუთაისის მერიამ ბალანსზე არსებული ავტომობილების ტექნიკური მომსახურეობისთვის ოთხი ტენდერი გამოაცხადა, რომლის საერთო ღირებულება 905 000 ლარია.

სამსონ გუგავას განცხადებით, შეუძლებელია წლის განმავლობაში მერიის ბალანსზე არსებული 20 ავტომობილის შესაკეთებლად ამხელა თანხა გაიხარჯოს. 

"ჩვენი მერი ყველაფერთან ერთად არის კორუმპირებული. ავტომობილების შესაკეთებლად წლის განმავლობაში ლამის მილიონს ხარჯავენ. ეს არის კორუფცია და ატკატების მცდელობა. ხდება თანხის მითვისება და კომპანიასთან შეთანხმება. თუ ასეთი ავტომობილები ყავთ, საერთოდ გაყიდონ, რატომ ხარჯავენ ამხელა ფულს. როდესაც ვიკითხეთ, რამდენი დაიხარჯა წელს, გვითხრეს, რომ ჯერ არ იციან და წლის ბოლოს დაითვლიან, თუმცა ვნახეთ, რომ სამი ტენდერი თითქმის დასრულდა და მეოთხეა გამოცხადებული", -განაცხადა სამსონ გუგავამ.

მისი თქმით, მერიამ თითქმის ყველა ხელშეკრულება კომპანია "თეგეტა მოტორსთან" გააფორმა, რაც ერთგვარად მიუთითებს კორუფციაზე.

 

ქუთაისის მერია ავტომანქანების მომსახურებისათვის 333 ათასი ლარის ღირებულების ტენდერს აცხადებს

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა