|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მესამე ვიცე-მერად, შესაძლოა, გრიგოლ დალაქიშვილი დაინიშნოს

ქუთაისის მესამე ვიცე-მერად, შესაძლოა, გრიგოლ დალაქიშვილი დაინიშნოს.

დალაქიშვილი "ქართული ოცნების" წარმომადგენელია.  ფაქტს ადასტურებს "ქართული ოცნების" ქუთაისის ორგანიზაციის წევრი, იმერეთის ვიცე-გუბერნატორი გიორგი ჭიღვარია. თუმცა,  ჭიღვარიას განცხადებით, მას დალაქიშვილის ვიცე-მერად დანიშვნის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.  ამ დროისთვის დალაქიშვილთან დაკავშირება ვერ ხერხდება.

შეგახსენებთ, ქუთაისის მესამე ვიცე-მერის შტატი 30 მაისს საკრებულოს სხდომაზე დამტკიცდა.

გრიგოლ დალაქიშვილი აქტიურად მონაწილეობდა 2012 წლის წინასაარჩევნო კამპანიაში, "ქართული ოცნების" სხვა აქტივისტებთან ერთად  ოქტომბერში  ის პატიმრობიდან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით გათავისუფლდა. 

ბოლო პერიოდში ის ბიზნესით არის დაკავებული.  

 

 

 

 

 

ამ თემაზე: ქუთაისის მერს სამი მოადგილე ეყოლება

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა