ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანაში მუშები მოიწამლნენ
ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანაში ამიაკის გაჟონვის შედეგად მუშები მოიწამლნენ.
დაშავებული 2 მუშა სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. მათი მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია.
როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, ქარხანაში ჩვეული სამუშაო პროცესი მიმდინარეობდა. დასაქმებულები მეორად ჯართს ჭრიდნენ. ამიაკის გაჟონვა ერთ-ერთი ბალონის გაჭრის შემდეგ მოხდა.
მეტალურგიული ქარხანა „ამბიკონ სტილსი" მეორადი ჯართის გადამუშავებით არის დაკავებული.
საწარმოში 300 ადამიანია დასაქმებული.
ავტორი:
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.94%
გაუარესდა - 52.34%
არ შეცვლილა - 11.72%
სულ - 128 ხმა




13:42
12:40
18:57
16:26
















