|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მიმდებარედ ახალი რეგიონული ნაგავსაყრელის მოწყობა იგეგმება

 ქუთაისის მიმდებარედ ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მოწყობა იგეგმება. ახალი  ნაგავსაყრელი იმერეთს და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთს მოემსახურება.  რაც შეეხება ქუთაისში ამ დროისთვის მოქმედ, ნიკეას ნაგავსაყრელს, მისი დახურვა სტანდარტების შესაბამისად უნდა მოხდეს.

“ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის” პროექტის თანახმად, რომლის განხილვა ამ დროისათვის მიმდინარეობს, ნარჩენების გადამტვირთავი 6 სადგურის მოწყობა და მუნიციპალიტეტების შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით აღჭურვა იგეგმება.

 

 პროექტი ხორციელდება ევროკავშირის სამეზობლო ინვესტირების პლატფორმის (EU NIF) და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით, გერმანიის საქართველოსთან ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში და ითვალისწინებს როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნულ სტანდარტებს. პროგრამის ღირებულება შეადგენს ჯამში 20 მლნ ევრო სესხის, 3.5 მლნ ევრო გრანტსა და 4 მლნ ევროს ადგილობრივ კონტრიბუციას.

ობიექტის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა 3 ივნისს  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფ. მუხიანში გაიმართა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული, ზვიად შალამბერიძე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანი, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი, გიორგი შუხოშვილი, წყალტუბოს მერი, გენადი ბალანჩივაძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, პროექტის დაინტერესებული მხარეები და ადგილობრივი მოსახლეობა.
 
 
 
 
 
 
 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა