"ეს შენობა მიხეილ სააკაშვილმა დაგვიტოვა და გვინდა ბავშვებს შევუნარჩუნოთ"
ქუთაისის მოსახლეობა ყინულის მოედნის გახსნას ითხოვს. ისინი ყინულის მოედნის წინ შეიკრიბნენ და საკუთარი პროტესტი გამოხატეს. მათი თქმით, ამ მოედანს არა მარტო სპორტული, სამედიცინო დანიშნულებაც აქვს.
"ვითხოვთ ამ შენობის გახსნას და ფუნქციონიორებას. ეს შენობა დაგვიტოვა ჩვენ მიხეილ სააკაშვილმა და გვინდა რომ ბავშვებს შევუნარჩუნოთ, ეს არის ჩვენი შვილების ჯანმრთლობისათვის საჭირო"- განაცხადა ადგილობრივმა ნათია ირემაძემ.
სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელობა ამბობს, რომ აგრეგატის შესაძენი თანხა გამოყოფილია და ტენდერი ერთ თვეში ჩატარდება, თუმცა როდის დაიწყებს მოედანი მუშაობას, ჯერჯერობით უცნობია.
ყინულის მოედანმა ფუნქციონირება 8 თვის წინ შეწყვიტა. მოედნით 400 ბავშვი სარგებლობდა.
შეიცვლის თუ არა ადგილს ქუთაისის "ყინულის მოედანი"?
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















