ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის გახსნაზე "გორდელა" იმღერებს
რეაბილიტირებული მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკი 6 ივლისს საზეიმოდ გაიხსნება.
ღონისძიებასთან დაკავშირებით ქუთაისის მერიამ ანსამბლი "გორდელა" მოიწვია, რომელიც პარკში კონცერტს გამართავს. ღონისძიებისათვის ადგილობრივი თვითმმართველობა 2 625 ლარს იხდის. ანსამბლ "გორდელას" კონცერტი " წლის კალენდარული ღონისძიებების" ფარგლებში იმართება.
ქუთაისში, მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.
საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდის და ქუთაისის მერიის ერთობლივი პროექტის მიხედვით, პარკის ტერიტორია 8 000 კვ-მ დაწნეხილი და დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა, ასევე პარკის ტერიტორიაზე განთავსდა მოსასვენებელი სკამები და ურნები.
პარკის ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















