|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში სპორტული ღონისძიებები გაიმართება

მსოფლიო ოლიმპიზმის დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში 22 ივნისს სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები გაიმართება, რომელიც დილის 10 საათიდან დაიწყება.

ქუთაისის მერიის ააიპი სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ინფორმაციით, საჩვენებელი გამოსვლები გაიმართება სპორტული აკრობატიკაში, კარატესა და  ტაეკვანდოში, ასევე წარმოდგენას გამართავენ სკეიტერები.

 მოყვარულებს შორის სპორტული აქტივობები სპორტის 9 სახეობაში გაიმართება: 1. ოლიმპიური გარბენი 2. ჭადრაკი 3. ფეხბურთი 4. ცურვა 5. ტყვიის სროლა 6. მაგიდის ჩოგბურთი 7. ნახატების გამოფენა 8. ოლიმპიური ვიქტორინა 9. ბადმინტონი

ასპარეზობის  ბოლოს მოეწყობა გამარჯვებულების დაჯილდოვება.

ასევე დაგეგმილია საქველმოქმედო აქცია ,,სპორტი სიცოცხლის გადარჩენისათვის“ ანა კერესელიძის დასახმარებლად.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა