|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან პატიმრის დედა შიმშილობს

ქუთაისის ნომერ მეორე სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან ეკატერინე ხუბუნაია შიმშილობს.

ზუგდიდში მცხოვრები ეკატერინე ხუბუნაიას ინფორმაციით, მის შვილს 24 წლის დავით ნანავას, რომელიც ყაჩაღობის ბრალდებით ოთხი წლის წინ დააკავეს, ციხეში პატიმრისთვის შეუსაბამო და მძიმე პირობებში ამყოფებენ.

ხუბუნაიას განცხადებით, მის შვილს ციხის ადმინისტრაცია ხშირად კარცერში ამყოფებს. მისივე თქმით, პატიმარი ექიმის დახმარებას ვერ იღებს. 

ეკატერინე ხუბუნაია მოითხოვს, ციხის ადმინისტრაციამ ყურადღება მიაქციოს 24 წლის პატიმარს.

პატიმრის დედას ციხის უფროსი შეხვდა, რომელმაც განუცხადა, რომ საკანში გაუგებრობა მოხდა, რის გამოც დავით ნანავა კარცერში გადაიყვანეს.

პატიმრის დედის განცხადებით, ციხის უფროსისგან არანაირი პირობა არ მიუღია. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ის შიმშილობის გაგრძელებას აპირებს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა