|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ოპერის თეატრში ნუკრი კაპანაძის კონცერტი გაიმართება

ქუთაისის  ოპერის თეატრში  მუსიკალური პროექტის "რეპეტიცია'' წარმოდგენა გაიმართება.

თეატრალიზებულ მინი-კონცერტში წარმოდგენილი იქნება კომპოზიტორ ნინო ჩხიკვაძის 13 ახალი სიმღერა-ბალადა. წარმოდგენაში  მონაწილეობენ სიმღერების ავტორი ნინო ჩხიკვაძე და მომღერალი ნუკრი კაპანაძე. აკომპანიატორი ნინო გულიაშვილია.

აღნიშნული პროექტის პრემიერა, 2015 წლის 15 აპრილს შედგა თბილისში, რუსთაველის თეატრში, რომელმაც დიდი წარმატებით ჩაიარა. ამავე პროექტის სახელწოდებით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაფინანსებით, გამოიცა მუსიკალური ალბომი, რომელშიც შესულია ზემოთხსენებული სიმღერები.

მომღერალი ნუკრი კაპანაძე მსმენელის წინაშე წარსდგება სრულიად ახალი რეპერტუარით და სრულიად ახალ ამპლუაში. ღონისძიების მხარდამჭერია ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია.

 წარმოდგენა 27 იანვარს 19:00 საათზე დაიწყება. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი