ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში სარემონტო სამუშაოები სრულდება
ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელბის ოპერისა და ბალეტის თეატრის სარემონტო სამუშაოები დაიწყო. პივრელ ჯერზე ჰოლი და სველი წერილების სამუშაოები მიმდინარეობს. თეატრის დირექტორის თორნიკე მარჯანიშვილის განცხადებით, საპირფარეშოები დახურული იყო, ვინდაიდან საშიშროებას წარმოადგენდა. მისივე განცხადებით, საპირფარეშოს ჭერზე იატაკის მეტლახი იყო აკრული და ნარჩენები ცვიოდა.
შეგახსენებთ, ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრის რეაბილიტაცია 2011 წელს ჩატარდა. სარემონტო სამუშაოები შპს „დაგიმ“ 4 მილიონ 800 000 ლარად შეასრულა, თუმცა სამუშაოების ხარისხი პროტესტის მიზეზი არაერთხელ გახდა.
მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში სეზონი 5 ოქტომბერს გაიხსნება.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















