|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაში აუდიტის სამსახური შევიდა

ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაში აუდიტის სამსახური შევიდა. აღნიშნულს ადასტურებს ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ბადრი ვაშაკიძე. მისი განცხადებით, აუდიტის სამსახურის წარმომადგენლები პირველ საჯარო  სკოლაში მოსწავლის მშობლის წერილის საფუძველზე შევიდნენ და სკოლა გუშინვე დატოვეს.

"მე თქვენგან გავიგე ეს და სკოლაში გადავამოწმე, როგორც მათ მითხრეს, აუდიტის სამსახურის წარმომადგენლები გუშინვე წავიდნენ კმაყოფილები. მათ სკოლაში რაიმე დოკუმენტი, რაც დარღვევას დაადასტურებდა, არ აღმოუჩენიათ. შესაძლოა, მოკვლევა კიდევ გაგრძელდეს"-განაცხადა ვაშაკიძემ.

რესურსცენტრის ხელმძღვანელი არ უარყოფს რეპეტიტორის ინსტიტუტის არსებობას, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს ცალსახად კანონდარღვევა  არ არის.

"არასწორია იმაზე საუბარი, რომ მასწავლებლები თავიანთ მოსწავლეებს მათთან დამატებით მომზადებას ავალდებულებენ. ამის ფაქტი არ გვაქვს, ამიტომ ამას ვერ დაგიდასტურებთ.  თუმცა ფაქტია, რომ პედაგოგების უმრავლესობა ბავშვებს ამზადებს.  ეს კანონდარღვევა არ არის, ეს არის ქვედა დინება, რომელიც ზედაპირზე არ ჩანს, სასურველი იქნებოდა, რომ ხდებოდეს აღრიცხვა, რომელი რეპეტიტორი რამდენ ბავშვს ამზადებს.  ხდება ისეც, რომ რეპეტიტორები მოსწავლეებს საგაკვეთილო პერიოდშიც იბარებენ, რაც სკოლის სასწავლო პროცესს ანგრევს.  ვცდილობთ, დაფიქსირდეს ის მასწავლებელი, რომელიც საგაკვეთილო პროცესის დროს ამზადებს მოსწავლეებს, გაკვეთილს უნიშნავს თავის სახლში თუ ნაქირავებ ოთახში, ძირითადად, ეს ხდება მეთორმეტეკლასელების შემთხვევაში. ამის საწინააღმდეგოდ გავამკაცრეთ სკოლაში დასწრების აღრიცხვა", -განაცხადა ბადრი ვაშაკიძემ. 

შეგახსენებთ, ემიგრანტი მშობელი ლელა თოლორდავა სკოლაში არსებული კორუფციული სისტემის შესახებ განათლების მინისტრს მიხეილ ჩხენკელს პირადად ესაუბრა, რომელიც პრობლემის მოგვარებას მისი შვილების სკოლიდან დაპირდა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა