|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის რეაბილიტირებულ უბანში "შემოდგომის ფესტივალი" გაიმართება

ქუთაისის რეაბილიტირებულ უბანში მონ პლეზირის თაღის მიმდებარედ, "შემოდგომის ფესტივალი" მოეწყობა.  აღნიშნულთან დაკავშირებით ქუთაისის მერია 8 822 ლარიან ტენდერს აცხადებს. 

 ტენდერში გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს "შემოდგომის ფესტივალის" ფარგლებში  "მონ პლეზირის თაღის" მიმდებარე ტერიტორიის მორთვა შემოდგომის თემატიკის შესაბამისად და აღნიშნულ ადგილზე საშემოდგომო ფესტივალის ორგანიზება, სადაც უნდა მოდუღდეს თათარა და ამოივლოს ჩურჩხელები.

დაგეგმილია პარალელურად  ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლის წარმოდგენის გამართვა, ასევე ქუთაისის ისტორიისა და კულტურის ამსახველი პერფომანსის დადგმა. აგრეთვე უნდა გამოიფინოს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიზაინის სპეციალობის სტუდენტების მიერ შესრულებული ნამუშევრები თექაში, ბატიკსა და გობელენში.  ჩატარდება შესაბამისი მასტერკლასი და იმერული ღვინის დეგუსტაცია.

"შემოდგომის ფესტივალი" 23 ნოემბერს არის დაგეგმილი.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა