ქუთაისისთვის "რეგიონული განვითარების ფონდიდან" დამატებით 3 422 000 ლარი გამოიყო
ქუთაისმა რეგიონული განვითარების ფონდიდან დამატებით 3 422 000 ლარი მიიღო. ახალი ტრანსფერით, ქუთაისის 2019 წლის ბიუჯეტში მორიგი ცვლილება შევიდა. ქუთაისის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის დავით ნიშნიანიძის განმარტებით, არსებული თანხა საგზაო და საბინაო ინფრასტრუქტურაზე გაიხარჯება.
"ბიუჯეტში განხორციელდა ცვლილება. რეგიონული განვითარების ფონდმა მარტში დამატებით გამოგვიყო 3 422 000 ლარი. ჩვენ კანონის შესაბამისად დავიწყეთ შესყიდვების პროცედურები, უკვე ზოგი დასრულებულია, ზოგზე ხელშეკრულებები ფორმდება. აღნიშნული თანხით მოგვარდება საგზაო იფრასტრუქტურა, ამასთან, სანიაღვრეები და სადარბაზოები მოეწყობა",-განაცხადა დავით ნიშნიანიძემ.
მისი ინფორმაციით, ქუთაისმა წელს რეგიონული განვითარების ფონდიდან 9 603 000 ლარი მიიღო, თანადაფინანსებით თანხა 10 მილიონამდე აღწევს. დავით ნიშნინიძის თქმით, რეგიონული განვითარების ფონდიდან დამატებით 2 მილიონი გადმოირიცხება.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















