|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ნანა კაკურიას საქმე განსახილველად არ მიიღო

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. საქმე ეხება ქუთაისის #15 ბაგა-ბაღის გამგის ნანა კაკურიას სამსახურში აღდგენას. საქალაქო სასამართლომ უკანონოდ ცნო ბაგა-ბაღების გაერთიანების მიერ  კაკურიას გათავისუფლება და განცდურის სრულად ანაზღაურებით მისი სამსახურში დაბრუნება  მოითხოვა.

ბაგა-ბაღების გაერთიანებამ საქალაქოს განაჩენი სააპელაციოში გაასაჩივრა, თუმცა სააპელაციომ საქმის განხილვაზე უარი თქვა და განაჩენი ძალაში დატოვა. გაერთიანების იურისტის რამაზ იობიძის განცხადებით, მიზეზი თანხის ელექტრონული გადარიცხვა გახდა.

„ჩვენ გადავედით ელექტრონულ გადარიცხვებზე. ყველა თანხას ჩვენი ანგარიშიდან ელექტრონულად, ბანკში მისვლის გარეშე ვრიცხავთ. მოსამართლემ მოითხოვა გადარიცხვის ქვითარი, რაც ვერ იარსებებს ამ გადარიცხვის ფორმატში. ავუხესნით მას, რომ ელექტრონულად მოხდა გადარიცხვა, მაგრამ არ გაითვალისწინა ეს ფაქტი, მივაწოდეთ გაერთიანების ხელმაძღვანელის ახსნა-განმატებაც, თუმცა უშედეგოდ. მსგავსი შემთხვევა გვქონდა საქალაქოშიც, მაგრამ იქ მოსამართლემ დასაშვებად ჩათვალა მსგავსი გადარიცხვა“-განაცხადა რამაზ იობიძემ.

სააპელაციოს გადაწყვეტილება  გაერთიანებამ უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. პროცესი ჯერჯერობით არ დაწყებულა.

შეგახსნეებთ, რომ ნანა კაკურია ბაღის ერთდღიანი გაფიცვის გამო გაათავისუფლეს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა