|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ნათია კაპანაძის სარჩელი არ დააკმაყოფილა

 ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ აჭარის ტელევიზიის დირექტორის ნათია კაპანაძის სარჩელი არ დააკმაყოფილა.

ნათია კაპანაძე, რომელიც იმპიჩმენტის წესით გაათავისუფლეს  ითხოვდა აჭარის ტელევიზიის ბორდის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, თანამდებობაზე აღდგენას, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას და დირექტორის პოზიციაზე სასამართლო დავის მიმდინარეობისას გამოცხადებული კონკურსის შედეგების ბათილად ცნობას.

სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. 

 2019 წლის 19 აპრილს იმპიჩმენტის წესით ნათია კაპანაძის გათავისუფლებას წინ უსწრებდა არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის, უცხო ქვეყნის საელჩოს, ეუთოს წარმომადგენლების შეშფოთება სარედაქციო პოლიტიკაში გარე ძალების ჩარევაზე.  

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა