ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ნორა კვიციანი გაამართლა
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ნორა კვიციანის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი გააუქმა და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.
საქმე სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე განიხილა.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ნორა კვიციანს სამართალდამცავებმა თავისუფლება აღუკვეთეს უკანონოდ და მას ბრალდება წარუდგინეს ყალბი მტკიცებულებების საფუძველზე. ცრუ ბრალდების საფუძველზე ნორა კვიციანმა საპატიმრო დაწესებულებაში 6 წელი გაატარა და მისი გათავისუფლება მხოლოდ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ 2012 წლის ნოემბერში მოხერხდა”"-ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ნორა კვიციანი 2006 წელს დააკავეს, მას ბრალი სამი სხვადასხვა მუხლით წაუყენეს, მათ შორის 2005 წელს ჰუმანიტარული საქონლის მითვისებისა ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდება.
პროკურატურის განცხადებით, ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოს 22 მსჯავრდებულის საქმეზე მიმართა, საიდანაც 6 პირის მიმართ უკვე დადგა გამამართლებელი განაჩენი.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















