|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს უფლებამოსილება შეუჩერდა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მალხაზ გურული თავმჯდომარის თანამდებობას აღარ იკავებს.  როგორც სააპელაციო სასამართლოს  საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის  წარმომადგენელმა,  ხათუნა ომანაძემ "ნიუპრესს" განუცხადა,  გურული დაკავებული თანამდებობიდან  არ გაუთავისუფლებიათ, არამედ მას სამოსამართლო უფლებამოსილების  ვადა გაუვიდა.

"სამოსამართლო უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა გავიდა. არ მომხდარა გათავისუფლება, ვადის გასვლა ავტომატურად ითვალისწინებს უფლებამოსილების შეჩერებას", –განმარტა ომანაძემ.

თავმჯომარესთან ერთად უფლებამოსილება შეუჩერდა მის მოადგილეს, მალხაზ ოქროპირაშვილს. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს  დროებით სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე დიმიტრი გვრიტიშვილი უდგას სათავეში.

ახალი თავმჯდომარე ადგილობრივმა მოსამართლეებმა უნდა აირჩიონ, მაგრამ კანონპროექტი ჯერ არ არის დამტკიცებული.

 მალხაზ გურული საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ   2007 წლის 2 თებერვლის ბრძანებით დაინიშნა.

2005-06 წლებში კი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ და ამავე სასამართლოს თავმჯდომარედ მუშაობდა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა