|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საარჩევნო კომისიამ საუბნო კომისიების წევრები შეარჩია

59 საოლქო საარჩევნო კომისიამ 123 საარჩევნო უბნის  738 კომისიის წევრი შეარჩია,

 საოლქო საარჩევო კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ ოსეფაიშვილის განმარტებით, მხოლოდ  4 შემთხვევაში დადგება განმეორებითი კენჭისყრა. 

 "738 არჩეული კომისიის წევრიდან 563-ს აქვს შესაბამისი გამოცდილება, 10 არის საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელე, 72 ფლობს საარჩევნო ადმინისტრატორის კურსების დასრულების სერთიფიკატს, 15 არის საარჩევნო განათლების სკოლის კურსდამთავრებული, 2 ახალგაზრდა ამომრჩეველის სერთიფიკატის მფლობელი.

75 ადამიანს არ აქვს გამოცდილება, მაგრამ ისინი არიან ახალგაზრდები 19-დან 23 წლამდე, რომლებსაც მივეცით შანსი, მიეღოთ შესაბამისი გამოცდილება. თუ შანს არ მივცემთ, ისე გამოცდილებას ვერ მიიღებენ". 

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს "ნაციონალური მოძრაობის", "ქრისტიან-კონსერვატორების", "პატრიოტთა ალიანსის" და "გაერთიანებული დემოკრატების"  მიერ დანიშნული კომისიის წევრებმა, ხოლო "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელმა ყველა კონკურსანტის  წინააღმდეგ მისცა ხმა.

 საუბნო კომისიის წევრების შერჩევაში  1154 კონკურსანტი მონაწილეობდა.

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა