|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საბავშვო ბაღებში საახალწლო საჩუქრები დარიგდა

 ქუთაისის ყველა საბავშვო ბაღში აღსაზრდელებისთვის საახალწლო საჩუქრები დარიგდა. ნობათი ქალაქის 35 ბაღის 9 900 აღსაზრდელმა მიიღო.

საჩუქრები ერთ-ერთ ბაღში ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა და ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა ნანა ლორთქიფანიძემ დაარიგეს.

მომავალი წლიდან საბავშვო ბაღებში დაგეგმილია ხელფასების ზრდა. აშენდა 2 ახალი ბაღი და რამდენიმეზე მიმდინარეობს მიშენება. წელს კვება სამჯერადი გავხადეთ და ასევე დავნიშნეთ მეორე ცვლის პედაგოგები. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ მაქსიმალური ყურადღება მიექცეს სკოლამდელ დაწესებულებებს“,- განაცხადა შოთა მურღულიამ.

ბაგა-ბაღების აღსაზრდელებისთვის საჩუქრები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ 62 142 ლარის ფარგლებში შეიძინა. საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი დღეს დასრულდა და მომავალი წლის 25 იანვარს განახლდება.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა