ქუთაისის საბავშვო ბაღებში სწავლა დაიწყო
დღეს ქუთაისის ბაგა-ბაღებში სასწავლო პროცესი განახლდა. ააიპ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების 35-ვე ფილიალმა მიიღო აღსაზრდელები. როგორც გაერთიანებაში აცხადებენ, წყალგაყვანილობის პრობლემა ყველა ბაღში მოგვარდა და სასწავლო პროცესს ხარვეზები არ ექნება.
სწავლის დაწყების პროცესი ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარესთან დავით დვალთან და ააიპ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორთან ნანა ლორთქიფანიძესთან ერთად რამდენიმე ბაღში თავად ნახა.
წლის ბოლოსთვის ექსპლუატაციაში შევა ორი ახალი ბაღი, რაც ავტომშენებისა და ავანგარდის ბაღებში ბავშვთა ნაკადს განმუხტავს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა





16:29
18:25
15:07
12:11
















