ქუთაისის საბავშვო ბაღებში უსაფრთხოების მიზნით გაზის კომპანია სამუშაოების ჩატარებას ითხოვს
ქუთაისის მერიის ააიპ "ბაგა ბაღების გაერთიანების" ბიუჯეტი 167 ათასი ლარით გაიზარდა- გადაწყვეტილებას დღეს ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე მხარი დაუჭირეს.
მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის უფროსის დავით ნიშნიანიძის განცხადებით, აღნიშნული თანხა სამშენებლო სამუშაოებს უნდა მოხხმარდეს.
"ბაგა ბაღების გაერთიანების" ბიუჯეტი 167 ათასი ლარით გაიზარდა. უსაფრთოების ნორმებიდან გამომდინარე დღის წესრიგში დადგა ბაღებში დამატებითი სამუშაოები. გაზის კომპანიების მოთხოვნით და უსაფრთხოების ნორმების სტანდარტების გათვალისწინებით, გათბობის ქვაბების გარეთ გამოტანა უნდა მოხდეს"-განაცხადა დავით ნიშნიანიძემ.
მისი თქმით, უნდა მოხდეს პროექტის შესყიდვა, რისი დაფინანსებაც 167 ათასი ლარი ჯდება.
შეგახსენებთ, ქუთაისში 37 საბავშვო ბაღია.
ქუთაისის 2019 წლის ბიუჯეტში დღეს რიგით მეცხრე ცვლილება განხორციელდა.
ავტორი: ირინა მაკარიძე




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















