|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საბავშვო ბაღებში "წითელას" ვირუსზე აცრილი ბავშვების მონაცემებს იკვლევენ

ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების ინფორმაციით, ფილიალებში წითელას ვირუსზე აცრილი ბავშვების მონაცემების შესწავლა მიმდინარეობს. ბაღების ინფორმაციით, აქცია მთავრობის განკარგულების ფარგლებში მიმდინარეობს. ასევე მოხდა თანამშრომლების ვაქცინაცია.

წითელას მასიური გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, იმერეთის მხარის ხელმძღვანელობის და ადგილობრივი თვითმმართველობის რეკომენდაციით, მოხდა ააიპ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების ყველა ფილიალის წარმომადგენლის სრული ინფორმირება, რაც გულისხმობს: სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში არასრულად აცრილი, ან აუცრელი პირების გამოვლენას და სჯდ ცენტრისთვის სტატისტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდებას.
ასევე: ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანების რამდენიმე ფილიალში, სამედიცინო დაწესებულებების მიერ ჩამოყალიბებული გამსვლელი ამცრელი ბრიგადების მეშვეობით, ჩატარდა თანამშრომლების ვაქცინაცია წითელას კომპონენტის შემცველი ვაქცინის 1 დოზით", - წერია განცხადებაში. 

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა