ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე რკინიგზა მივა
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე რკინიგზა მივა, -აღნიშნული იდეა ეკონომიკის საბჭოს სხდომაზე მოიწონეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
პროექტი "საქართველოს რკინიგზას" ეკუთვნის და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა მომსახურების გაუმჯებესებას ისახავს მიზნად.
დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის შესაძლებლობებში ერთდროულად 600 მგზავრის მომსახურება შედის. მას შეუძლია ერთდროულად მიიღოს ორი და გაამგზავროს სამი რეისი.
აეროპორტის სტრატეგია დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების მოზიდვა და მგზავრებისათვის ბილეთის ხელმისაწვდომი ფასის შეთავაზებაა.
ავტორი: ირინა მაკარიძე





16:29
18:25
15:07
12:11
















