ქუთაისის აეროპორტში ქარის გამო არსებული შეზღუდვები მოიხსნა
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ძლიერი ქარის გამო არსებული შეზღუდვები მოიხსნა. როგორც ოპერატორმა განაცხდა, ქუთაისი–რიგას გადადებული რეისი, შესრულდა და პილოტმა, რომელიც მგზავრების გადაყვანაზე ცუდი ამინდის გამო უარს ამბობდა, ფრენა განახორციელა.
რაც შეეხება სხვა რეისებს, მათი ინფორმაციით, დღეს აეროპორტში რამდენიმე ფრენა შესრულდა.
რიგა–ქუთაისის მგზავრებს კი, რომლებიც ბარგი აღებას ვერ ახერხებდნენ, საკუთარი ნივთები რამდენიმე წუთის წინ გადაეცათ.
ამ დროისთვის ქუთაისში კვლავ ძლიერი ქარია, რამაც გარკვეული პრობლემები შექმნა.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















