|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკას გია ქობალიანი უხელმძღვანელებს

ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკას ახალი ხელმძღვანელი ყავს. პოსტზე ნარგიზი ჩოგოვაძე საკრებულოს ყოფილმა დეპუტატმა გია ქობალიანმა ჩაანაცვლა.

ქუთაისის მერიის ააიპ "საჯარო ბიბლიოთეკის" ახალი ხელმძღვანელი თანამშრომლებს ქალაქის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ვიცე მერ გიორგი იობაშვილთან ერთად წარუდგინა.

"გია ქობალიანს ჩვენს ქალაქში ყველა იცნობს, ის გახლავთ წერეთლის უნივერსიტეტის პროფესორი, ადამიანი აკადემიური წრეებიდან, მან იცის ბიბლიოთეკაში არსებული პრობლემების შესახებ და ჩვენ ერთად ვიზრუნებთ აღნიშნული პრობლემების აღმოსაფხვრელად", - განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.  

აღნიშნულ პოსტზე ნარგიზი ჩოგოვაძე რამდენიმე წელი მუშაობდა.

ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ ყოფილმა ხელმძღვანელმა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა, ამასთან, ის საქმიანობას შპს "პარკინგსერვისში"  საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით გააგრძელებს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა