|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში გიორგი კეკელიძის ლექცია გაიმართება

24 თებერვალს წიგნის საჯაროდ კითხვის დღე აღინიშნება. ამ დღეს საქართველოს ოთხი დიდი ქალაქიც უერთდება, მათ შორის ქუთაისი.  ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში გაიმართება მწერლის, გიორგი კეკელიძის საჯარო ლექცია, ასევე მისი წიგნების გამოფენა-გაყიდვა, ლექცია 16.00 საათზე დაიწყება და დასწრება თავისუფალია.  აქციის მხარდამჭერები  ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური და ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა არიან.

 მთელი დღის მანძილზე საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით იგეგმება თანამედროვე ქართველი ავტორების სტუმრობა სკოლებსა და უნივერსიტეტებში. დასკვნით ღონისძიებაზე კი რეგიონებში მივლინებული ავტორები სკაიპჩართვით მოკლე ანგარიშს წარადგენენ იქ ჩატარებული ღონისძიებების შესახებ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი