ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში უნიკალური გამოცემების გამოფენა მოეწყობა
5 ოქტომბერს, 17:00 საათზე ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა განყოფილებაში დაცული უნიკალური გამოცემების გამოფენა მოეწყობა.
,,რენესანსიდან XX საუკუნემდე“ საზოგადოების წინაშე პირველად გამოიფინება: ქუთაისში დაბეჭდილი ,,ვეფხისტყაოსნის“ სხვადასხვა გამოცემები, ლექსიკონები, ბერძნულ-ლათინური ტექსტები (პლუტარქე, პლატონი...), რუსეთის იმპერიაში გამოცემული ლათინური ტექსტები, ლათინურ-არაბული გამოცემები (ყურანი, ლაიფციგი, 1834 წ. აბულ-კასიმ, გრამატიკის ანთოლოგია, 1859 წ. ეთიოპური ქრესტომათია, ლაიფციგი, 1866 წ. მუალაკები, ისლამიმდელი არაბული პოეზიის კრებული, ლაიფციგი, 1850 წ.).
წიგნები ანტონ ლორთქიფანიძის ხელმოწერებით, გოეთეს, შილერის, დიკენსის თხზულებები, ალბომები და ბიბლიოთეკის განსაკუთრებული საგანძური - მარციალისის პირველნაბეჭდი წიგნი - ,,ორი კომენტარი მარციალისზე“. წიგნი იშვიათი გამოცემებს მიეკუთვნება. მისი ანალოგები, სავარაუდოდ, დაცულია: ვირჯინიის, ნიუ-იორკის, ბრიტანეთის, პორტუგალიის, საფრანგეთისა და გერმანიის ბიბლიოთეკებში.
ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა განყოფილება დაარსდა 2008 წელს. 2017 წლის იანვრის მონაცემებით აქ დაცულია 2 198 ერთეული. განყოფილება დღითიდღე ივსება ძირითად საცავში დაცული უნიკალური გამოცემებით.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 100%
არა - 0%
არ ვიცი - 0%
სულ - 2 ხმა