ქუთაისის საკალათბურთო გუნდში დაგეგმილ ტრანსფერს ფანკლუბის წევრები აპროტესტებენ
ქუთაისის საკალათბურთო გუნდის დაგეგმილი ტრანსფერი დაპირისპირების მიზეზი ხდება. „ქუთაისი 2010“-ის ფანკლუბის წევრები გუნდში საქართველოს ნაკრების წევრის, ილია ლონდარიძის გადმოსვლას აპროტესტებენ. ფანკლუბის წევრები ლონდარიძის მიერ გასულ წლებში ქუთაისის გუნდის მიმართ გამოვლენილ შეურაცხყოფაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ თუ ლონდარიძის გადმოსვლა მართლაც მოხდა, ისინი გუნდის გულშემატკივრობაზე უარს განაცხადებენ.
„ქუთაისი 2010" მოლაპარაკებებს აწარმოებს ილია ლონდარიძესთან. ჩვენთვის სასტიკად მიუღებელია ამ პიროვნების ჩვენი გუნდში ხილვა. იმედს ვიტოვებთ, რომ გუნდის ხელმძღვანელობა გაითვალისწინებს გულშემატკივართა აზრს და არ მოიყვანს გუნდში მოთამაშეს, რომელმაც მრავალჯერ მიაყენა შეურაცხყოფა ქუთაისელ გულშემატკივარს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ამ გუნდის ნაწილი ვეღარ ვიქნებით",-აცხადებენ გულშემატკივრები.
"ქუთაისი 2010"-ის მთავარი მწვრთნელი კოტე ტუღუში აცხადებს, რომ ჯერჯერობით ტრანსფერზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის, ასევე განმარტავს, რომ თამაშის დროს მომხდარი ინციდენტი ვინმეს პირად შეურაცხყოფას არ ემსახურებოდა.
"ჩვენ ვართ პროფესიონალები და ჩვენი საქმით ვემსახურებით ქალაქს და მის წარმატებას. ფანკლუბის წევრებისაც მიესმის. ვიცი, რომ იყო გარკვეული ინციდენტები, სამწუხაროა, რომ პირად შეურაცხყოფად იქნა მიღებული. არა მგონია, ლონდარიძეს ეს ქალაქის შეურაცხყოფისთვის გაეკეთებინა. რაც შეეხება ტრანსფერს, შეფასებისგან თავს შევიკავებთ, რადგან მიმდინარეობს მოლაპარაკება და ჯერ არ ვიცით შედეგი"-განაცხადა კოტე ტუღუშმა. მისი თქმით, გუნდი სექტემბერში დაკომპლექტდება ამ დროისთვის გადაწყდება მის შემადგენლობაც.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















