ქუთაისის საკრებულო დროებითი სამუშაო კომისიის შექმნაზე იმსჯელებს
ხვალ ქუთაისის საკრებულოს რიგით მეოცე სხდომა გაიმართება. განსახილველად 7 საკითხი იქნება წარმოდგენილი, მათ შორის 2015 წლის ბიუჯეტი შესრულების ანგარიში და სოციალური სამსახურის დებულებაში გათვალისწინებული ცვლილები.
ხვალვე დეპუტატები „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამა „კორპუსის“ განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ იმსჯელებენ.
აგრეთვე საკრებულო მიიღებს გადაწყვეტილებას, ალექსანდრე ხახანაშვილის ქუჩისათვის რეჟისორ რეზო ჩხეიძის სახელის მინიჭების შესახებ.
დეპუტატები დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნასა და თავმჯდომარის არჩევაზეც იმსჯელებენ. არსებული ინფორმაციით, კომისია წინა წლებში გასხვისებული სკვერების საკითხს შეისწავლის.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





21:51
11:02
16:29
16:27
















