ქუთაისის საკრებულო რიგგარეშე სხდომას გამართავს
ქუთაისის საკრებულო, ხვალ, რიგგარეშე სხდომას გამართავს. ერთადერთი საკითხი, რომელსაც ქუთაისელი დეპუტატები განიხილავენ, საბიუჯეტო ცვლილებებია.
საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის ინფორმაციით, წინა წელს დარჩენილი ნაშთის სხვადასხვა პროექტებში გადანაწილება მოხდება.
საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ, საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თემურ ნადირაძე ქალაქში არსებული პოლიკლინიკების დირექტორებს შეხვდება და სეზონურ ინფექციებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებებს განიხილავს.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა





11:02
16:29
16:27
13:32
13:09
















