|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისის საკრებულო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებს"

ქუთაისის საკრებულო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებს, - აცხადებს საკრებულოს ყოფილი თანამშრომლის დავით ჭიჭინაძის ადვოკატი. როგორც ნინო შავგულიძე განმარტავს, სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ დავით ჭიჭინაძე სამსახურში დაუყოვნებლივ უნდა აღდგენილიყო, რაც საკრებულოს ავალდებულებდა გადაწყვეტილება ცნობის მიღებისთანავე შეესრულებინა.

„გამოდის, რომ საკრებულო არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილრებას და არ ხდება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქის სამსახურში აღდგენა. ეს უნდა მომხადარიყო იმ დღესვე, როდესაც გადაწყვეტილება გახდა ცნობილი, საკრებულოში, ალბათ, სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარებას ელოდებიან, არც ესაა პრობლემა, გადაწვეტილებას ამ კვირაში მიიღებენ და მოუწევთ დაუყოვნებლივ აღდგენა, იგივე, ან ტოლფას თანამდებობაზე“, -განაცხადა ნინო შავგულიძემ.

ადვოკატის განმარტებით, საქმე უზენაეს სასამრთლომდეც რომ მივიდეს,  ამ დროის განმავლობაში დავით ჭიჭინაძე თანამდებობაზე უნდა დარჩეს.

საკრებულოში განმარტავენ, რომ მათ ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ მიუღიათ, ამიტომ სამომავლო ქმდებაზე ვერაფერს იტყვიან.

შეგახსენებთ, საკრებულოს პირველი კატეგორიის სპეციალისტი დავით ჭიჭინაძე დეკემბერში გათავისუფლდა. მან სასმართლოს მიმართა და მეორე მხარეს პროცესი მოუგო.  მოსამართლემ საკრებულოს ჭიჭინაძის სამსახურში აღდგენა და განაცდურის სრულად ანაზღაურება დაავალა.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა