"ქუთაისის საკრებულომ ადმინისტრაციული რესურსიდან 250 ათასი ლარი დაზოგა"
„ქუთაისის საკრებულომ წლის მანძილზე დაზოგა თავისი საბიუჯეტო რესურსის მეხუთედი. 250 ათასი ლარი წლიური ჯამური ნაშთით, რაც ჩვენის მიერ ადმინისტრაციული რესურსის მინიმალურ ხარჯვას გულისხმობს“,- განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა.
საკრებულოს თავმჯდომარის შეფასებით, გასული წელი მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოს იმით, რომ ქალაქში მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა, არამედ იმითაც, რომ ქუთაისისათვის უპრეცედენტო ოდენობის ბიუჯეტი მიიღო.
„ეს საშუალებას მოგვცემს მომავალ წელსაც აქტიურად ვიმუშავოთ და შევასრულოთ ის გეგმები, რაც გაწერილია ბიუჯეტში“,- განუცხადა დვალმა ჟურნალისტებს. მისი შეფასებით, წელს ქუთაისის საკრებულომ კარგად იმუშავა: „წლის განმავლობაში ოცზე მეტი სხდომა ჩაატარა, გარდა რიგით გათვალისწინებული სხდომებისა, საჭიროების შემთხვევაში იმართებოდა რიგგარეშე სხდომები, რაც საკრებულოს მენეჯმენტის მოქნილობაზე მეტყველებს“,- განაცხადა დვალმა.
საკრებულოს სხდომაზე დავით დვალს სულხან ქობულაძის ცემის ფაქტთან დაკავშირებითაც დაუსვეს კითხვა. "ნაციონალი" დეპუტატის ამირან ძოწენიძის კითხვის პასუხად დვალმა განაცხადა, რომ არ იცის როგორ მიდის აღნიშნული საქმის გამოძიება.
ავტორი: ხატია ბანძელაძე





16:29
16:27
13:32
16:29
















