|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საკრებულომ ინფრასტრუქტურული პროგრამების ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა

ქუთაისის  საკრებულოს რიგგარეშე მე-4 სხდომაზე, დეპუტატებმა  2022 წლის ბიუჯეტში რამდენიმე ცვლილებას დაუჭირეს მხარი. 
სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი შენგელია უძღვებოდა.
მიღებული გადაწყვეტილებით, ქუთაისის 2022 წლის ბიუჯეტში შეტანილი იქნა ცვლილება, რომლის შედეგადაც, რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი  განხორციელდება:  გზების და ტროტუარების კაპიტალური შეკეთების ქვეპროგრამა გაიზარდა - 739,6 ათასი ლარით. 
 „ქალაქ ქუთაისში, ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის“ ქვეპროგრამა გაიზარდა - 4949,2 ათასი ლარით.  „მრავალსართულიანი სახლების ფასადების რეაბილიტაციის“ ქვეპროგრამა, გაიზარდა - 2152,5 ათასი ლარით.
„სხვადასხვა სახეობის სპორტულ - გამაჯანსაღებელი და დასასვენებლად განკუთვნილი ობიექტების მოწყობა - რეაბილიტაცია - ექსპლოატაციის“ ქვეპროგრამა გაიზარდა -1320,2 ათასი ლარით. სოციალური ღონისძიებების პროგრამას დაემატა შემდეგი ქვეპროგრამები:  „ბავშვიანი ოჯახების ეკონომიკური გაძლიერება“ - 70,0 ათასი ლარი.  „ბავშვის განვითარების ხელშეწყობა“ - 30,0 ათასი ლარი.  საკრებულოს გადაწყვეტილებით განისაზღვრა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ფორმები.
 ცვლილება შევიდა საკრებულოს 2021 წლის 27 იანვრის № 347 განკარგულებაში. რომლის შედეგადაც, ქუთაისში განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტების ნუსხას კიდევ რამდენიმე ობიექტი დაემატა, რომელიც საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, იქნება დაფინანსებული.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 38%
გაუარესდა - 46%
არ შეცვლილა - 16%
სულ - 50 ხმა