|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი ნანა კოსტავა ფრაქციას დღეს დატოვებს

ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი ნანა კოსტავა გახმაურებული ინციდენტის შემდეგ ფრაქციას დატოვებს. საკრებულოს თავმჯდომარის ნიკა ლატარიას ინფორმაციით, ნანა კოსტავა ფრაქცია "ქართულ ოცნება-კონსერვატორებს" დღეს დატოვებს. მისი თქმით, გადაწყვეტილება ნანა კოსტავამ მიიღო.

"მე დავაანონსე, რომ ან მე დავტოვებდი ფრაქციას,  ან ის, გადაწყვიტა, რომ თავად წავიდეს. დღეს დატოვებს ფრაქცია "ქართულ ოცნება -კონსერვატორებს" და იქნება დამოუკიდებელი დეპუტატი", -განაცხადა ნიკა ლატარიამ.

მისი თქმით, კოსტავა პარტიიდან ჯერ არ გაუშვიათ, რადგან ამ საკითხზე მსჯელობენ, თუმცა განმარტავს, ფრაქციიდან გაშვება გულისხმობს, რომ ის პარტიაშიც არ დარჩება. კითხვაზე, მივა თუ ნანა კოსტავა საკრებულოში ამბობს: "შემიძლია დავიფიცო, მას შემდეგ მასთან კომუნიკაცია არ მქონია,  არც სატელეფონო და არც მინახავს და არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს.  ის მუშაობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს", -განაცხადა ნიკა ლატარიამ.

ერთი წევრის გასვლის შემთხვევაში ფრაქცია ავტომატურად დაიშლება, თუ მას სხვა წევრი არ დაემატა. გაუქმდება თუ არა "ქართული ოცნება -კონსერვატორების" ფრაქცია, ამ ეტაპზე უცნობია. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა