|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ნანა კოსტავასთან ურთიერთობა საკრებულოში მე სულ არ მიტყდება" - ალეკო ახალაძე

ქუთაისის საკრებულოს დეპუტატსა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება შეხვედრის შემდეგ გაგრძელდა. კამათის მიზეზი  ნანა კოსტავას საკრებულოდან გაშვების მოთხოვნა გახდა.

საკრებულოს დეპუტატმა უმრავლესობიდან ალეკო ახლაძემ აქტივისტები ნანა კოსტავას ბულინგში დაადანაშაულა. მისი განცხადებით, ნანა კოსტავამ არჩევნებში პარტია "ქართულ ოცნებას" იმაზე მეტი ხმა მოუტანა, ვიდრე სამოქალაქო აქტივისტები ყველა ერთად შეძლებენ. მისი თქმით, ის კოსტავასთან ურთიერთობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს.

"ნანა კოსტავათან ურთიერთობა საკრებულოში, თქვენი ჟარგონით რომ ვთქვათ, მე სულ არ მიტყდება,  მაგაზე მეტად მე მიტყდება შუშანიები და სხვები, რომლებიც ხალხს აგირავებდნენ და იძულებული ვარ,  მათთან ერთად ვიყო საკრებულოში", - განუცხადა ალეკო ახალაძემ ლაშა მესხს.

ახალაძის განცხადებით, ნანა კოსტავას პოსტს გმობს, თუმცა ამ საკითხზე მხოლოდ მასთან ისაუბრებს, ვინც თბილისში  9 აპრილის მემორიალის შეურაცხყოფისათვის ხმა აიმაღლა,  ან გვარამიას, გაბუნიას და მისთანებს დაუპირისპირდა. "იმან მოითხოვოს ნანა კოსტავას საკრებულოდან წასვლა, ვინც ხმა ამოიღო 9 აპრილის მემორიალის, პატრიარქის და ეკლესიის შეურაცხყოფისათვის"- განაცხადა ახალაძემ. 

  ლაშა მესხის განცხადებით, ახალაძეს არაადეკვატური პოზიცია ქონდა. "ახალაძეს არაადეკვატური პოზიცია ქონდა, ამის გამო მიგვიხდა კამათი, ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ქალაქს აქვს უამრავი პრობლემა და საკრებულოს წევრები რეალურ პრებლემებზე ფიქრის ნაცვლად ამ ილუზორულ, გამოგონილ საკითხებზე აპელირებენ", -განაცხადა ლაშა მესხმა "ნიუპრესთან" საუბარში.

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა