ქუთაისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტის საკითხზე ერთობლივი განცხადების მიღებას თხოვს
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისის საკრებულოს ერთობლივი განცხადების მომზადებას თხოვს.
ფრაქციის თავმჯდომარის გიგა შუშანიას განცხადებით, პარლამენტის გადატანის თემაზე საკრებულოს ყველა პარტიამ შეიმუშაოს ერთობლივი განცხადება და მიმართონ მთავრობას, რათა პარლამენტი დარჩეს ქუთაისში.
მისი განმარტებით, პარლამენტის გადატანა სასიკვდილო განაჩენია ქუთაისისთვის, ამიტომ უნდა მოხდეს საკითხია გაპროტესტება.
საკითხ მხარი დაუჭირა "ევროპული საქართველოს" წევრმა მერაბ მეშველიანმა. საკრებულოს თავმჯდომარის ნიკა ლატარიას განცხადებით, განცხადების შემუშავებას დრო ჭირდება, თუმცა დეპუტატებს მიმართა, რომ სხდომის დასრულების შემდეგ მათ შესაძლებლობა ექნებათ, საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ.
ქუთაისის საკრებულო დღევანდელ სხდომაზე 10 საკითხს განიხილავს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















