|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საკრებულოს საქმიანობა, შესაძლოა, აუდიტის სამსახურმა ყოველწლიურად შეისწავლოს

ქუთაისის საკრებულოს საქმიანობა, შესაძლოა, აუდიტის სამსახურმა ყოველწლიურად შეიწავლოს.

 „ნიუპრესთან“ საუბარში საკრებულოს თავმჯდომარემ ნიკა ლატარიამ განაცხადა, რომ ამ საკითხზე მსჯელობენ.

„ვფიქრობთ, რომ აუდიტის მიერ ჩვენი მუშაობა ყოველწლიურად შემოწმდეს. ეს ჩვენ შემდგომ საქმიანობას წაადგება, თუ რაიმე შენიშვნა იქნება, რომ მომავალში გავითვალისწინოთ. შემდეგ აუდიტის დასკვნა სახელმწიფო აუდიტში გადაიგზავნება“,-განაცხადა ნიკა ლატარიამ.

მისი თქმით, წინა მოწვევის საკრებულოს მუშაობა აუდიტმა უკვე შეისწავლა და დასკვნას ახალი მოწვევის საკრებულო გაეცნო.

2014-2017 წლების საქმიანობის შესწავლის სურვილი წინა მოწვევის საკრებულოს თავმჯომარემ გამოთქვა, რისთვისაც მერიამ 10 000 ლარი გამოყო.

კვლევა კომპანია „ელიტამ“ ჩაატარა და დასკვნაც მოამზადა. დასკვნაში რაიმე სახის შეცდომებზე საუბარი არ არის, მხოლოდ ავტომობილების მოვლა-ექსპლოატაციის მხრივ არის რეკომენდაციები.

ასევე დასკვნაში ვკითხულობთ, რომ წარმომადგენლობითმა ხარჯმა შეადგინა 53 268 ლარი, ამ პერიოდშია დაფინანსებულია  52 დასახელების 836 645, 79 ლარის ღირებულების საშუალებების შეძენა  და გრძელვადიანი, მცირედანახარჯიანი აქტივები.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა