|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნანა კოსტავას მხარდაჭერის მიზნით საკრებულოს სხდომა ალეკო ახალაძემ დატოვა

ქუთაისის საკრებულოს დეპუტატმა ალეკო ახალაძემ საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. მიზეზი საკრებულოში დაგეგმილი პერფორმანსია. მისი თქმით,  არ აპირებს მოუსმინოს აქტივისტებს.

"დღის წესრიგი იყო განსაზღვრული. ასეთი პერფორმანსი სახლში ჩაატარონ. როდესაც "ნაციონალი" ლაპარაკობს სიძულვილით, არავის გაუპროტესტებია.  სულიერების შეურაცხყოფის გამო თანხები რომ მიიღონ, არ ვაპირებ მათ მოვუსმინო. ნანა კოსტავამ დააშავა, მაგრამ ეს არაა იმ დონის, რომ ასე მოიქცენ. მე ვემიჯნები ამას, არ ვაპირებ მოვიწონო სულიერების შეურაცხყოფა. პროტესტის ნიშნად ვტოვებ სხდომას", -განაცხადა ალეკო ახალაძემ.

დღეს სხდომაზე აქტივისტები ნანა კოსტავას საკრებულოდან წასვლას მოითხოვენ. 

შეგახსენებთ, ალეკო ახალაძე მაჟორიტარი დეპუტატის კობა ნარჩემაშვილის ბიუროს ხელმძღვანელია. როგორც ნარჩემაშვილმა ნიუპრესთან საუბარში განმარტა, ის იზიარებს ალეკო ახალაძის პოზიციას ნანა კოსტავას საკითხთან მიმართებაში.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა